წარმოების პროცესი ორ ძირითად ეტაპად მიმდინარეობს:
დამუშავება:
ნედლი ხორცი თავიდან თავისუფლდება ძვლებისგან, იჭრება შესაბამისი ზომის ნაჭრებად, ეყრება გახურებული მარილი და თავსდება უჟანგავი მეტალის ვარცლებში. შემდეგ პროდუქტი ინახება მაცივარში ორი კვირის განმავლობაში, 6°C ტემპერატურაზე, რათა მოხდეს მისი ბუნებრივი დამარილება და დამწიფება.
ცივი შებოლვა:
ორი კვირის გასვლის შემდეგ ხორცი იკიდება და იბოლება გაფილტრული, სუფთა ბოლით 3-4 საათის განმავლობაში, ცივი პროცესით, რომელიც გრძელდება 1,5-2 თვე. შებოლვისთვის გამოიყენება მხოლოდ ფოთლოვანი ხის ნახერხი, რაც პროდუქტის არომატს უნიკალურ გემოსა და ბუნებრივ სურნელს ანიჭებს.
მთლიანი წარმოების პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივ პირობებში — არ გამოიყენება არც კონსერვანტები და არც ქიმიური სტიმულატორები.
ოჯახში ყველას მოგვეწონა, განსაკუთრებით ბავშვებს.
საოცარი არომატი და გემო აქვს, ფასები მისაღები და ნამდვილად ხელმისაწვდომი.
ნამდვილად იგრძნობა, რომ კონსერვანტების გარეშეა დამზადებული.