ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ტრადიციული მეთოდით დამზადებული პროდუქციის მიწოდება უწყვეტად მთელი წლის განმავლობაში.
 
კომპანიის შექმნის იდეა ადგილობრივ ბაზარზე ნატურალური და ხარისხიანი ლორის დეფიციტმა განაპირობა.
 
ლორის დამზადება ჩვენთვის მხოლოდ საქმიანობა არ არის — ეს არის ოჯახური ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადმოეცა.
 
სწორედ ამ მემკვიდრეობით მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ვქმნით პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და განსაკუთრებული გემოთი.

წარმოების პროცესი

წარმოების პროცესი ორ ძირითად ეტაპად მიმდინარეობს:

 

დამუშავება:
ნედლი ხორცი თავიდან თავისუფლდება ძვლებისგან, იჭრება შესაბამისი ზომის ნაჭრებად, ეყრება გახურებული მარილი და თავსდება უჟანგავი მეტალის ვარცლებში. შემდეგ პროდუქტი ინახება მაცივარში ორი კვირის განმავლობაში, 6°C ტემპერატურაზე, რათა მოხდეს მისი ბუნებრივი დამარილება და დამწიფება.

ცივი შებოლვა:
ორი კვირის გასვლის შემდეგ ხორცი იკიდება და იბოლება გაფილტრული, სუფთა ბოლით 3-4 საათის განმავლობაში, ცივი პროცესით, რომელიც გრძელდება 1,5-2 თვე. შებოლვისთვის გამოიყენება მხოლოდ ფოთლოვანი ხის ნახერხი, რაც პროდუქტის არომატს უნიკალურ გემოსა და ბუნებრივ სურნელს ანიჭებს.

მთლიანი წარმოების პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივ პირობებში — არ გამოიყენება არც კონსერვანტები და არც ქიმიური სტიმულატორები.

ჩვენ გვენდობიან

კალათა0

კალათა ცარიელია